Executive კატეგორიის ნომრები, გახლავთ საშუალოდ 25-40 კვ.მ. ფართის ოთახები ზღვის და ქალაქის ხედით.
ამ კატეგორიაში ხელმისაწვდომია ოთახები, როგორც ორი - ერთ ადგილიანი საწოლით, ასევე ერთი - ორადგილიანი საწოლით.
ოთახი აღჭურვილია - სამუშაო მაგიდით, ტანსაცმლის კარადით, მინი ბარით, ტელევიზორით , საკაბელო არხების ფართო არჩევანით, უფასო უსადენო ინტერნეტით,უფასო წყლით, ჩაით და ყავით, ჩაისა და ყავის მომზადების საშუალებებით, სეიფით, ორთოპედული მატრასით, ანტი-ალერგიული თეთრეულით, დამატებითი საბნით, სრულად აღჭურვილი აბაზანით და სააბაზანო კომპლექტით.
*ყველა ოთახს გააჩნია ინდივიდუალური კლიმატ-კონტროლის სისტემა.