დაჯავშნა
ტიფლის პალასი
Grand Gloria
LIVE
00:10
1 °C
En
Ge
Ru

სასტუმროს შესახებ

სასტუმრო "გრანდ გლორია", გახლავთ, ახლად გახსნილი, 5 ვარსკვლავიანი, უმაღლესი კლასის სასტუმრო, ბათუმის სანაპიროს პირველ ზოლში, საუკეთესო მდებარეობით.

"გრანდ გლორია" დამსვენებელს სთავაზობს, 167 ელეგანტურ და ნათელ სასტუმრო ნომერს, სპა ცენტრს, ღია და დახურულ აუზებს, ულამაზეს ხედიანი რესტორნებს, ლობი ბარსა და შეხვედრების ოთახებს.

სასტუმროში წარმოდგენილია 6 კატეგორიის ნომრები აივნებით, ულამაზესი ხედებითა და ყველა საჭირო აღწურვილობით. 

გრანდ გლორია - განლაგებულია ბათუმის ახალ ბულვარში, ტურისტებისთვის, ყველაზე მოსახერხებელ ადგილას. 

სასტუმრო გრანდ გლორია, გთავაზობთ ყველაზე დასამახსოვრებელ დასვენებას, შავი ზღვის სანაპიროზე. 
საუკეთესო დასვენებისთვის საჭირო ყველა კომფორტი ერთ სივრცეში.

სასტუმროს მდებარეობა

„გრანდ გლორია“ გამოირჩევა იდეალური ადგილ მდებარეობით, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე, შავი ზღვის სანაპირო ზოლში.
სასტუმროს უშუალო სიახლოვეს, განლაგებულია ქალაქის მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობები, მრავალფეროვანი რესტორნები, მოცეკვავე შადრევნები, სავაჭრო ცენტრები, გასართობი ღამის კლუბები.
 
მანძილი სასტუმროდან (სამანქანე გზა):
 
• ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი                                                                                5,2 კმ.
• ბათუმის ცენტრალი რკინიგზის სადგური                                                                           15 კმ.
 
სასტუმროს პანორამული ხედი, გადაჰყურებს შავი ზღვის სანაპიროს და ახალი ბულვარის ულამაზეს ნაწილს. სასტუმრო მდებარეობს ქალაქ ბათუმის სწრაფად განვითარებულ ნაწილში. The Grand Gloria მიმდებარედ არის მოცეკვავე შადრევნები, რომელიც 3D  შოუ პროგრამას მოიცავს. ასევე სავაჭრო ცენტრი მრავალფეროვანი ტანისამოსის არჩევანით და გასართობი ცენტრებით.